21:06 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 12:52:22, 589 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს. ეს რისკი უკვე რეალურია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურამ გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ იმიტომ დაიწყო, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე „არალეგიტიმურ პარლამენტში“ არ გამოცხადდნენ.

„ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ძლიერი საქართველოს“ და მის ლიდერებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიული, „ქართული ოცნების“ მიერ უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია. ამასთან, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხეშია და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უფსკრულშია მოსროლილი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ამავე მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics