|
2025-01-10 14:59:47, 448 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი დანაშაული ის არის, რომ 20 % ოკუპირებულია
ვფიქრობ, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა, რომ მმართველობაში კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების სამართლებრივი შეფასების ჩატარების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, [„ნაციონალური მოძრაობის“] დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია“. „ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ, სისტემურ დანაშაულებს, რაშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა“,- განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)