|
2025-01-08 11:34:55, 449 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო - „გლობალური ომის პარტია“ სამყაროს არაფორმალურად მართავს
"გლობალური ომის პარტია" იყენებს ომს, მონობას, უმეცრებას და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენას, რათა შექმნას ცალკეული ქვეყნების მართვის საკუთარი სისტემა, - ნათქვამია განცხადებაში. პოლიტიკურ საბჭოში აღნიშნავენ, რომ უკვე მეორედ არ აღიარეს ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ მანამდე მთელი ძალისხმევა მოახმარა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას. უფრო მეტიც, როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ“. პოლიტიკურ საბჭოში ასევე აღნიშნავენ, რომ „ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს, დესტრუქციული ინიციატივის - ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ - ინიცირება დაავალეს, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო აცხადებს, რომ ჯო უილსონი, რომელიც თავს კონსერვატიულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს, არასოდეს დაუგმია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც ქცევის შესახებ მკაცრ ზომებს მოიცავდა. პარტიაში ასევე განმარტავენ, რომ უილსონის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მუქარით და სანქციებით ემუქრება, თუ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს გლობალური ომის პარტიას. „გლობალური ომის პარტია“ ცდილობს საქართველოს სანქციებით ემუქრებოდეს, რადგან ისინი „დიფ სთეიტის“ მოთხოვნებს არ ასრულებენ,“ - დასძენენ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)