10:26 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 12:44:38, 376 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი - თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება

თუ ხელისუფლება დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, კოდორის ხიდი კვლავ გადაიკეტება,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია TACC-ს განუცხადა.

არძინბას თქმით, თუ „ხელისუფლება“ დანაპირებს არ შეასრულებს, მოსახლეობა ხიდის დაბლოკვას კვლავ აპირებს.

"თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ",- განაცხადა არძინბამ.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუა კი ამბობს, რომ კოდორის ხიდი, რომელიც გადაკეტილი იყო, ამჟამად განბლოკილია.

„კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“,- განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.

ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი - ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაში „საჯარო შეხვედრიდან“ დაბრუნებული „ოპოზიციის წევრების“ - ომარ სმირის, გარი კოკაისა, ალმასხან არძინბას, რამაზ ჯოპუასა და ასლან გვარამიას დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის მონაწილეები „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც მოგვიანებით ავტომობილით ჭიშკარი შეანგრიეს. 

აქციის მონაწილეებმა სოხუმისკენ მიმავალი 3 ძირითადი არტერია - გუმისთის, ქვედა გუმისთისა და კოდორის ხიდებიც გადაკეტეს.

მოგვიანებით, „ოპოზიციასა“ და „ძალოვანი სტრუქტურების“ წარმომადგენლებს შორის კოდორის ხიდზე დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics