12:35 - 04 Nov, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 19:56:33, 283 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - პროკურატურას ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას

„ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი, თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა - - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

«ხალხისგან და ორგანიზაციებისგან შეგროვილი მასალას, რომელსაც როგორ ჩანს არც ეცნობა პროკურატურა, ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა მრავალფეროვან მასშტაბურ გაყალბებას, რომელმაც მოიცვა პრაქტიკულად ყველა ცნობილი, თუ უცნობი, ყველა შესაძლო გაყალბების ფორმა და ეს ჩამოთვალა სწორედ ბორელმა - ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, პირადობის ჩამორთმევა, კარუსელის დატრიალება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლახან საიამ გამოაჩინა, არის ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა ელექტრონული სისტემის მეშვეობით და იმ ფარატინა ფურცლების გამო, რაზეც საიას ჰქონდა წინასწარ შეტანილი შენიშვნა და ცესკოს უნდა შეეცვალა ეს ფურცლები, რაც არ გააკეთა და ალბათ, ამისთვის ცესკოც უნდა ყოფილიყო დაბარებული, არ ვიცი მე, ჩემი საქმე ნაკლებად არის.

ასევე, არის უსერიოზულესი დარღვევები, დიასპორას პირდაპირ შეუზღუდეს არჩევნებში საკუთარი საკონსტიტუციო უფლების გამოყენება, როდესაც 1 მილიონზე მეტი გვყავს ემიგრანტი, როცა ძალიან დიდი მოთხოვნა იყო უბნებზე და ეს ყველაფერი თავდება იმით, რომ მხოლოდ 34 000 ადამიანს მიეცა უფლება არჩევანის დაფიქსირების, არის პირდაპირ შეზღუდვა უფლებების და დისკრიმინაცია. ხალხის წინაშე ხართ ანგარიშვალდებულნი, თქვენგან ითხოვს საზოგადოება მყისიერ გამოძიებას და არა ჩემს მტკიცებულებებს და არავინ ელოდება პროკურატურისგან დღეს ამ სიტუაციაში, რომ პრეზიდენტზე დაიწყოს აშკარად პოლიტიკური პროცესები, რომელიც, სხვათა შორის, უცნაურად ემთხვევა მედვედევის გაცემულ მითითებებს, არ ვიცი ვინ ასრულებს და ვინ არა.

 ცესკოში ამ მომენტში, შეტანილია 1 100 ზე მეტი საჩივარი, მოთხოვნა შედეგების გაბათილების უშუალოდ 246 უბანს ემთხვევა, რაც ამ ეტაპზე 400 000 ამომრჩეველს ეხება, ესე იგი ჩანს, რომ ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი არჩევნების შედეგებზე. და ყველაზე მთავარი, ხმის ფარულობის სისტემური დარღვევის საკითხი არის დასმული, რის შედეგადაც 2 243 უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნა არის და შეიძლება დადგეს ეს საკითხი. პროკურატურას ვურჩევდი, რომ სჯობს შეუდგეს თავის საქმეს და პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას.“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

29 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას წინადადებით მიმართა, რომ დაწყებულიყო გამოძიება იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა "დაინტერესებული პირების" მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია.

30 ოქტომბერს პროკურატურამ ცესკოს მიმართვასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცესკო - საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ დიაგრამები ვრცელდება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
„ჩემი ხმა“ ცესკოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და ცესკოს მდივნის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics