2024-10-28 20:51:19, 476 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - არ შევეგუებით რუსეთის სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის
ჩვენ არ შევეგუებით მოპარულ არჩევნებს; ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს; არ შევეგუებით რუსეთის სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 26 ოქტომბერს, საქართველოში არა რუსეთმა, არამედ ევროპამ გაიმარჯვა.
„26 ოქტომბერს, ამ ქვეყანაში გაიმარჯვა არა რუსეთმა, არამედ გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვეთ თქვენ... ახლა განსხვავებების ძიების დრო არ არის, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. ქვეყნის გადარჩენა კი შეგვიძლია მხოლოდ ერთიანობით. ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური მანამ, სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები“,- მიმართა ბოკუჩავამ აქციაზე შეკრებილებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,