|
2024-10-28 18:35:01, 311 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობთ, იქ სამხედროებზე საუბარი არ არის - არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრებათ
მათ ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს და დეზერტირობაზე ვინც დააკავეს, დაიჭირეს გასაგებია, მაგრამ საქმეების აღძვრა არ დავიწყებიათ ჯარისკაცების წინააღმდეგ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ, ომის თემის გამოძიებაზე როცა ვლაპარაკობდით წინასაარჩევნოდ და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, იქ სამხედროებზე საუბარი არავისზე არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ამ მიმართულებით არსებულ არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა ან არსებობს, ჯარისკაცების დადანაშაულება არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი“. მდინარაძე აღნიშნავს, რომ „როდესაც „ქართული ოცნება“ ომის დანაშაულის გამოძიებაზე საუბრობს, იგი არ ეხება არც ერთ ჯარისკაცს, ვინაიდან დანაშაული ჩაიდინა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ“. „არც ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით ოდესმე - დღეს, ხვალ არსებობდეს ან არსებობდა, არ შეიძლება იყოს შედეგის მომტანი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ გენერალს, მათ მომხრესაც კი - ეს გოგავა იქნება, ყურაშვილი იქნება თუ სხვა, არ შეიძლება შეეხოს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ისინი იყვნენ, ვინც მათ დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა - ეს დაშვება გააკეთეს რეზოლუციაზე ხელმოწერით და მერე დაიწყეს დეზერტირობაზე და სხვადასხვა მუხლებით გამოძიება და ჩვენ ვართ ის ხალხი, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არც ერთ მათგანს, არანაირი საფრთხე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით არ ემუქრება. იმიტომ, რომ თუ რამე დანაშაული ჩაიდინა, ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ. ეს იყო მთავრობის მიერ ჩადენილი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და თან ღალატი ერქვა ამ დანაშაულს“,- აღნიშნა მდინარაძემ. ასევე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ 2008 წლის ომამდე რამდენიმე თვით ადრე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამშობლოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღო კანონიდან. „სხვათა შორის, რამდენიმე თვით ადრე, სამშობლოს ღალატის მუხლი, სახელმწიფოს ღალატის მუხლი საერთოდ ამოიღეს, გააქრეს კანონიდან და სამხედროებთან დაკავშირებით, დიდი ბოდიში და სულ ფეხებზე ეკიდათ, რა იქნებოდა. საქმეების გამოძიება დაიწყეს, ათეულობით საქმეა დაწყებული - არც ერთზე შედეგი დღეს არ დადგება, არ გაგრძელდება და სამხედროები, გენერლით დაწყებული, რიგითი ჯარისკაცით დამთავრებული, არასდროს არ იქნებიან იმ რისკის ქვეშ, რასაც მათ მიმართ ომთან დაკავშირებით რაიმე სახის ომთან დაკავშირებული გამოძიება შეიძლება ერქვას. ეს შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვინ არის რუსის საქმის მკეთებელი, თუნდაც ამ ერთი მაგალითიდან კარგად ჩანს. ევროპისკენ მიმავალია თურმე რუსი და საქმით სიბნელეში ჩამთრევი, გაუპატიურებაში, მკვლელობაში, ბიზნესის რეკეტში და ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მხილებულია თურმე ევროპელი. ვერ იქნება ევროპის სახე მწამებელი ვერასდროს“,- განაცხადა მდინარაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)