2024-10-27 21:37:04, 408 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ, 28 ოქტომბერს 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე მივიდნენ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ „არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ“.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.
„მინდა, ყველას გითხრათ და მოგიწვიოთ ხვალ, 19:00 საათზე, რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეთსაც გამოვუცხადოთ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები. ამ უფლებას არავის არ დავუთმობთ, ეს არის ჩვენი, ეს არის თქვენი და ჩვენ ამას ხვალ ერთად ვიტყვით",- განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,