08:39 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-26 14:39:26, 348 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ [ვიდეო]

წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას,  -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ ფაქტებზე დაიწერა საჩივრები. „გამომდინარე იქიდან რომ საარჩევნო უბნებიდან 25 მეტრის რადიუსში აკრძალულია აგიტაციის წარმოება, საჩივრები დაიწერა თითოეულო უბანზე ამ საკითხთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა მიქანაძემ.

მიქანაძის თქმით, ლაგოდეხში 31-ე უბანთან და ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებსაც „ლელოს“ 9-ნომრიანი გულსაბნევები ეკეთათ,  რაც ასევე უკანონო აგიტაციის ფაქტია. 

„ლაგოდეხში, 31-ე უბნის გარეთ, 9 ნომრის გულსაბნევით მოძრაობდა მოქალაქე ხვიჩა კუზიბაშვილი. რადგან აგიტაცია წარმოებს საარჩევნო უბნის 25 მეტრის რადიუსში, ფაქტზე განხორციელდა შეტყობინება 112-ში და კომისიაში დაფიქსირდა საჩივარი. ქუთაისში საარჩევნო უბანზე „ლელოს“ წარმომადგენელი ეკა ცარციძე, რომელსაც 9 ნომრის მაიდენტიფიცირებელი გულსაბნევი ეკეთა, ახდენდა აგიტაციას, რის გამოც, დაიწერა საჩივარი და ის გაძევებული იქნა უბნიდან“,-  განაცხადა მიქანაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics