|
2024-10-26 12:32:13, 346 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „დღეს დიდი ეროვნული გამარჯვების დღე იქნება“. „მე დღეს ხმა მივეცი ევროპულ მომავალს ჩემი შვილებისთვის: ნიკოსთვის, სანდროსთვის, ლუკასთვის, რომელიც სახლში გველოდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ევროპულ მომავალს აირჩევს მათი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ეროვნული გამარჯვების დღე, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას, ხელისუფლებაში კოალიციური ძალების მოსვლას, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უმოკლეს ვადებში შეიყვანენ ევროკავშირში და თითოეულ მოქალაქეს ექნება ევროპული კეთილდღეობის შანსი",- თქვა ბოკუჩავამ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები იმართება - მოქალაქეები XI მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები, პირველად, სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 150-ვე მანდატი პროპორციული წესით გადანაწილდება იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ. ასევე, პირველად არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება - ელექტრონული არჩევნები საქართველოში 2 263 უბანზე იმართება, დანარჩენ უბნებზე, ასევე საზღვარგარეთ, კენჭისყრა ტრადიციული წესით ტარდება. საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს, მათგან 3 113 747 ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. საქართველოს პარლამენტის გარდა, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც იმართება. სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოების არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის უსკოს მიერ რეგისტრირებულია 11 საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)