2024-10-25 15:53:09, 390 ნახვა
პოლიტიკა
პესკოვი - რუსეთი მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენას არ ცდილობს
რუსეთი არ ცდილობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს, გავლენა მოახდინოს მოლდოვასა და საქართველოში საარჩევნო პროცესებზე,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც პესკოვმა აღნიშა, საქართველოს საქმეებში "დასავლეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის მცდელობებს" ხედავს.
"იცით, ჩვენ საერთოდ არ ვცდილობთ და ალბათ, არც გვაქვს ამის საშუალება, რომ გავლენა გვქონდეს სიტუაციის განვითარებაზე და ელექტორალურ პროცესებზე. დასავლეთი არა მხოლოდ ცდილობს, თბილისს ხელები გადაუგრიხოს, არამედ ის პირდაპირ ცდილობს საკუთარი პირობების წაყენებას.
რთულია წარმოიდგინო, რომ ამაყი ქართველი ხალხი მოითმენს იმ ულტიმატუმებს, რომლებიც მათი მისამართით ყოველდღიურად ჟღერს",- განაცხადა პესკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,