11:24 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-24 16:11:32, 425 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა

ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის იმ პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასება გაზარდა.

მისი თქმით, დადებითი პროგნოზი „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა, რადგან „მმართველი გუნდისთვის ყველაზე მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვაა“. 

„ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ეკონომიკური ზრდა, განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც დღეს ვიმყოფებით, ასევე, რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები, ახალი ავტობუსები, ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ გვექნება მშვიდობა. ეკონომიკური ზრდა, განვითარება, ბაღების მშენებლობა, მსგავსი პროექტების განხორციელება, იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რასაც ვახორციელებთ. მართალია, მოდის მუქარა, ზეწოლა, შეურაცხოფა, ბულინგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული ინტერესის, მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს, თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა და ვერ გაგვეძლო ბულინგისთვის, შეურაცხყოფისთვის, მუქარებისთვის და შევერთებოდით სანქციებს, რა მდგომარეობა გვექნებოდა?! შეცდომა რომ დაგვეშვა და გაგვეხსნა მეორე ფრონტი, რომელ ეკონომიკურ წინსვლაზე და ზრდაზეა საუბარი, ქვეყანაში გვექნებოდა სრული კატასტროფა. დღეს აქ კი არ ვიქნებოდით, ქვეყანა იქნებოდა ქარ-ცეცხლში გახვეული. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა და რასაც ეს წვრილფეხა რადიკალები ქვეყნის შიგნით ებრძვიან გარე დავალებებით, რომ როგორმე აირიოს სიტუაცია და ქვეყანა ისევ ვიღაცის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული“,- განაცხადა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics