|
2024-10-22 12:30:10, 303 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქის“ დირექტორი „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია, „ალტერნატივა ენჯეოს“ თავმჯდომარე - პარტიის წევრი
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ისაუბრა. გივი მიქანაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით. ცესკოს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე, 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე - „გაყალბებული არჩევნები“. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას. მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგ ხოზრევანიძე აჭარის ენმ-ის პიარ მენეჯერი. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია. ცესკომ ასევე დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის ენმ-ის წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას. ცესკომ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაციები „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. “ალტერნატივა ენჯეო“-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო, ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, შეწირული აქვს პარტია „ახალი“-სთვის 7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია",- განაცხადა მიქანაძემ.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)