|
2024-10-22 10:28:22, 267 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი - მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ და ძალიან განვიცდი, რაც იქ ხდება
მე უკრაინის დიდი მეგობარი ვარ, ესე ვთვლი და ძალიან განვიცდი რაც იქ ხდება. მე ასეთი ევროპაში შესვლა, ჩვენს წინ რასაც მაგას ექაჩებიან, დიდად არ მომინდებოდა. არც ის, რაც მოლდავეთში ხდება, ეგეთი შესვლა ჩემთვის საინტერესო არაა. ჩვენ უნდა შევიდეთ წელგამართულები, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ევროპა პირველ რიგში არის ფასეულობები და მთავარია, საქართველომ ის დაიცვას, რაც აქვს და თავაწეული შევა ევროპაში. „ნახეთ ტემპები, რის საფუძველზე ვზრდით ჩვენ და რატომ გვაქვს ასეთი ეკონომიკა? რატომ გვაქვს ასეთი სასამართლო? ნახეთ რეიტინგები საერთაშორისო ჩვენი თუ არ გჯერათ. გაიხედეთ ირგვლივ ყველა ქალაქი შეიცვალა, ხალხო. ნახეთ რა მოხდა მოკლე დროში. სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი. ამათ ევროპაში არ მიჰყავთო - ევროპა არის პირველ რიგში ფასეულობები. ჩვენ ამ ფასეულობებს განუხრელად ვაფუძნებთ, მაგრამ არ მივდივართ ომში. არ ვაწესებთ სანქციებს, არ ვაგდებთ ქვეყნის ეკონომიკას. ესენი ამაზე აწერენ ხელს, ამით იქაჩებიან, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ჩვენი ევროპელი ძმები ჩვენ მიგვიღებენ და ამათ არ მიიღებენ. იქიდანაც გამოდიან და იძახიან, სად მიდიხართ ჩვენ არ მიგიღებთ, ვინ კითხავთ მათ დღეს რომ ბიუროკრატია? ეს იქნება დღეს და აღარ იქნება ხვალ. ჩვენ მთავარია გავძლიერდეთ, სახელმწიფო გავხდეთ და თავაწეული, შეგვეხვეწებიან იქეთ და ისე შევალთ ევროპაში. მე გაძლევთ მაგის გარანტიას და პირობას. ეს დავიცვათ რაც გვაქვს და ეს გავაგრძელოთ და არაფერი წინ არ დაგვიდგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)