14:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-20 22:45:00, 373 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე დღევანდელ მარშზე: ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მარშის „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ ორგანიზატორებს ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

„ევროკავშირთან და ევროპულ ღირებულებებთან ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ყველაზე დიდ დისკრედიტაციას დღეს ვინც უწევს ევროპას, ევროპულ მომავალს, არიან ზუსტად ეს ადამიანები და ის სამწუხარო განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენ რატომ ვირჩევთ ევროპას? ჩვენთვის ღირებულებებია მთავარი და არა ის სიბინძურეები, რასაც ესენი კადრულობენ და კადრულობდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კატეგორიულად მიუღებელია ისიც, რომ იმ სიბინძურეებს, რასაც ესენი წლების განმავლობაში ახორციელებდნენ, დემოკრატიის შუქურად გვიფასებდნენ და ამის „შემოტენვას“ ცდილობდნენ საზოგადოებისთვის. თურმე, ის იყო ნორმა, რომ ახალგაზრდები ქუჩაში დაგეხოცა, პატიმრები ციხიდან გამოგეყვანა და ფურცელზე დაწერილი ჩვენება შეგეჭმია, გადაესკოჩათ, გაეუპატიურებინათ და ეს იყო დემოკრატიის შუქურა. მეგობრებო, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რომლის დემოკრატიით შენიღბვასაც ცდილობენ. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics