17:31 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-16 16:34:35, 383 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან

საქართველო და მოლდოვა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ისინი 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

როგორც მიშელი წერილში უთითებს, სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსა და მოლდოვის საკითხსაც განიხილავენ.

როგორც წერილშია აღნიშნული, განხილვის მთავრი თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან "გამარჯვების გეგმას" მოისმენენ. 

"ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და ასევე საქართველოში. ორივე ქვეყანა მათი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას.

ევროპის საბჭოს პასუხისმგებლობაა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებებში, განსაზღვროს კავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებები და პრიორიტეტები და ჩამოაყალიბოს ჩვენი კოლექტიური პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ EU-ის გავლენას გლობალურ სცენაზე",- ნათქვამია მიშელის წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics