|
2024-10-16 12:22:34, 356 ნახვა
პოლიტიკა
TI - 2025 წელს მთავრობა დასავლეთისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) "2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მოკლე შეფასებას აქვეყნებს. როგორც TI-ის შეფასებაშია ნათქვამი, 2025 წელს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია. "საქართველოს მთავრობამ პარლამენტში "2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მოკლე შეფასებას ამ პროექტთან დაკავშირებით. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს. ძირითადი მიგნებები: 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2.3 მლრდ ლარით გაიზრდება და 26.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 2.1 მლრდ ლარით ზრდა განაპირობებს; 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოს მთავრობა დასავლეთს ქვეყნებისგან 91 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს. ცალკე აღებული ევროკავშირის გრანტი 92 მლნ ლარით მცირდება და მხოლოდ 15 მლნ ლარი იქნება. 2025 წელს მთავრობა დასავლეთის ქვეყნებისგან მხოლოდ 60 მლნ ლარის გრანტს მიიღებს, რაც ბოლო 20 წლის მინიმალური მაჩვენებელია; 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 27 მლრდ ლარი იქნება, რაც 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 2 მლრდ ლარით მეტია; ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 871 მლნ ლარით იზრდება და 8.7 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა სამინისტროს ბიუჯეტი 377 მლნ ლარით იზრდება და 2.9 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 220 მლნ ლარით იზრდება 1.6 მლრდ ლარი ხდება; მნიშვნელოვნად მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მციდება - 255 მლნ ლარით. კლებას ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დაფინანსების შემცირება განაპირობებს; საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 336 მლნ ლარით მატებას იწვევს; საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 1,160-ით იზრდება. ყველაზე მეტად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება - 1,204-ით. 35-ით იზრდება ანტიკორუფციულ ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა; 2025 წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 335 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 35 ლარით მოიმატებს და 450 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 490 მლნ ლარით ზრდას იწვევს; ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.3%) იქნება; 2025 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს. 2025 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 35.8 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 36.8% იქნება. 2024 წელთან შედარებით, ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით იზრდება",- აღნიშნულია ორგანიზაციის მოკლე შეფასებაში, რომლის სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)