|
2016-02-25 18:27:05, 907 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ანა დოლიძე პრინციპულობით და პროფესიონალიზმით გამოირჩეული ადამიანია. „ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ლევან მურუსიძეს შუეწყვიტა უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დაგვიდგა ვალდებულება ახალი კანდიდატი წარვადგინოთ უზენაეს სასამართლოში. მე საქართველოს პარლამენტს უზენაეს სასამართლოში განსაწესებლად წარდვუდგენ ქალბატონი ანა დოლიძის კანდიდატურას. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში. ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. იგი გამორჩეულია თავისი პრინციპული და უშიშარი პოზიციით ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ - გირგვლიანის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ანა ამ მნიშვნელოვან პოსტზე შეინარჩუნებს იმ ღირებულებას და იმ პრინციპულობას, რაც მას ახასიათებდა ბევრი ჩვენთაგანივით. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი უმოკლეს ვადებში განამწესებს ქალბატონ ანას ამ სამსახურში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ანა დოლიძე ამ დროისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)