02:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 15:14:30, 290 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ

დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი - მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, უკვირს იმ “პოლიტიკოსების თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ".

"დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი - მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს.

გულწრფელად მიკვირს იმ “პოლიტიკოსების” თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ. მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოგიყვებათ“, - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics