|
2016-02-23 14:26:44, 846 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი: საგამოცდო ტესტები და კაზუსები ნინო გვენეტაძესთან გროვდებოდა
თბილისის საქალლაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დებულებითაა გაწერილი თუ ვის აქვს წვდომა საგამოცდო ტესტებთან. ახვლედიანის ინფორმაციით, საგამოცდო ტესტები უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან გროვდებოდა და შემდგომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცემოდა. მამუკა ახვლედიანს კითხვები აქვს, რა ფორმით იბარებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საგამოცდო ტესტებს. „რაც შეეხება ვის რა წვდომა ჰქონდა ტესტებთან ბატონ ლევან მურუსიძე თვითონვე იყო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. დებულებით ასეა განსაზღვრული. ჩემი ინფორმაციით, ტესტების და კაზუსების ავტორებს ტესტები და კაზუსები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან მიჰქონდა. ვიმეორებ, დებულებითაა გაწერილი ვის აქვს წვდომა საგამოცდო ტესტეთან. საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეა საბჭოს მდივანი. ჩემი ინფორმცაიით, უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარესთან გროვდებოდა ეს ტესტები და შემდეგ გადაეცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მაქვს კითხევბი, რა ფორმით იბარებდა ამ ტესტებს ნინო გვენეტაძე. დადასტურებულად კი რა რა, როგორ, ვისგან არ ვიცი, უბრალოდ იქ გამოცდაში მონაწილე ადამიანებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ბევრი კავშირი აქვთ. გაუგებარია რის საფუძველზე აცხადებს საბჭოს მდივანი, რომ არცერთი წევრი ან უზენაესის სასამართოს თავმჯდომარე ჩართული არ არის ამ პროცესში“, - განაცხადა მაუკა ახვლედიანმა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)