17:03 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 18:39:07, 726 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებაზე: ეს ტოვებს შერჩევითი მიდგომისა და ახვლედიანის დევნის შთაბეჭდილებას

თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენებაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კითხვის ნიშნებს ხედავენ და საბჭოს გაუმჭვირვალე მუშაობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია.

„ეს პროცესი კანონმდებლობით უნდა იყოს გამართული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნამდვილად ტოვებს შერჩევითი მიდგომისა და ახვლედიანის დევნის შთაბეჭდილებას,“ - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი აცხადებს, რომ ამ პროცესიდან გამომდინარე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს გამჭვირვალეობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.

„ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება იდევნებოდეს განსხვავებული აზრი სასამართლოში. ამ ყველაფრის შემდეგ რთული იქნება სასამართლო სისტემას გამჭვირვალეობაზე ჰქონდეს პრეტენზია,“ - აცხადებს ეკა გიგაური.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics