06:59 - 07 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-20 17:14:22, 236 ნახვა

პოლიტიკა
შატაკიშვილი - „ქართული ოცნების“ პრაგმატულად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ეკონომიკური გაძლიერება შეუქცევადია

რუსთავში “ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი შეხვედრა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა და “ქართული ოცნების“ დელეგატმა რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში, ირაკლი შატაკიშვილმა ქალაქში მოქმედ ბიზნესსექტორთან გამართეს.

რუსთავის იპოდრომის სივრცეში მოწყობილ შეხვედრას, რუსთავში არსებული ბიზნესსექტორის თითქმის სრული სეგმენტი ესწრებოდა.

“გავმართეთ შეხვედრა რუსთავში ადგილობრივი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი იყო ბიზნესის ფაქტიურად ყველა დარგი, რომელიც რუსთავში ოპერირებს. ვისაუბრეთ სხვადასხვა ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და იმ წარმატებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში  იქნა მიღწეული. ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ “ქართული ოცნების“ პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი",- განაცხადა “ქართული ოცნების“ დელეგატმა, რუსთავსა და გარდაბნის ისტორიულ სოფლებში, ირაკლი შატაკიშვილმა.

შეხვედრაზე რუსთავში განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

"დღეს ქვეყანაში საერთოდ სხვანაირი ბიზნესგარემოა, ჩვენ აღარ გვეშინია საქმის წარმოების, აღარ გვეშინია იმის, რომ  ვიღაც მოვა და გამოგვიცხადებს - ეს ბიზნესი,  რომელზეც  ამდენი ენერგია გაქვს დახარჯული  და თანხა დაბანდებული, დღეს  ვიღაც ჩემს მეგობარს უნდა გადაუფორმოო და უარს თუ ეტყვი, მეორე დღეს მანქანას აგიფეთქებენ - ასეთი იყო ჩემი სიტუაცია დავით კეზერაშვილთან მიმართებაში, როცა თავდაცვის მინისტრი იყო და ბორჯომის გადაფორმებას მთხოვდა თავის მეგობარზე.  დღეს ეს ამბები კოშმარული სიზმარივით გვაგონდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს,  რომ ეს ხალხი, დღეს მთავარი “ოპოზიციაა“ და  ახალგაზრდებს, რომლებიც მაშინ პატარები იყვნენ, უნდა მოვუყვეთ, მათ უნდა იცოდნენ,  რას აკეთებდნენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დიდი ალბათობით, რას გააკეთებენ,  ღმერთმა დაიფაროს,  კიდევ თუ დაბრუნდნენ უკან",- განაცხადა "ჰაიდელბერგ ცემენტ" საქართველოს და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანადამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ.

“ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინფორმაციას “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში - ამას აკეთებს აშშ-ის საელჩო
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება
ისრაელის ქალაქ ბეერშებას ცენტრალურ ავტოსადგურში ტერორისტული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics