2024-09-19 15:32:53, 387 ნახვა
პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ - ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა
![]() პარტია "საქართველოსთვის" კოალიცია "ძლიერ საქართველოსთან" მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია "საქართველოსთვის" გუნდმა "ყველაფერი დათმო, თუმცა მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის და მან შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია". "მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით “ლელოს” დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი. ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ, მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და “ლელოს” შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური მიზანია, "ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება "ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა. 17-18 სექტემბერს, ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრები გამართეს.
ევროკავშირმა პირველად დაუწესა სანქციები ჩინურ ბანკებს რუსეთთან თანამშრომლობის გამო.
აზერბაიჯანმა პუტინთან კონფლიქტის გამო უარი თქვა დსთ-ს ეკონომიკურ საბჭოში მონაწილეობაზე
საფრანგეთის ელჩი საქართველოში: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა
თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვარი დროებით ჩაიკეტა.
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
![]() ხელოვნური ინტელექტის თაღლითებს შეუძლიათ თქვენი ხმის იმიტაციით გაყალბება. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს?
ომი უკრაინაში![]() უკრაინამ უცხოურ კომპანიებს შესთავაზა უახლესი იარაღის გამოცდა საბრძოლო ველზე
ზელენსკი- უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად იარაღის წარმოებას გაზრდის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
გამოგზავნილ წერილში ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეკომენდაციები.
დღის თემა
![]() ევროპის 17 ქვეყნის საგარეო მინისტრების და EU-ს უმაღლესი წარმომადგენლის მიმართვა ოცნებას
მთავარი თემა
|