22:29 - 08 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 16:27:11, 329 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - ივანიშვილის დავალება თურნავას მიმართ იმის მაჩვენებელია, რომ ის ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის მზად არის

ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ იმის მაჩვენებელია, რომ ივანიშვილი მზად არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლისთვის,- ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

მისი თქმით, სებ-ი ამბობს, რომ "მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებსს გადმორიცხვებზე, გზავნილებზე პრობლემა შეექმნებათ".

"საქართველოს ბანკები ჩართული არიან საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციებში და ეს არის ციკლი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალება ნათია თურნავას მიმართ, რომლის ოჯახის წევრი, სხვათა შორის, არის "ქართული ოცნების" სიაში, ზუსტად იმის მაჩვენებელია, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის, იმ შემთხვევაში, თუ ეს სანქციები არ აღსრულდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები დააყენოს რისკის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსური სექტორის ჩამოშლის კუთხით.

საქართველოს ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მურუსიძის გადაწყვეტილების გარეშე სანქციები ვერ აღსრულდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ათასობით, ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს შეექმნება პრობლემა გადმორიცხვებზე, გზავნილებზე საქართველოში; ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ "თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ბანკს" ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნება და ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რუსული დავალებები, რომელსაც ასრულებს თურნავა და რომელიც დაფასებულია "ქართული ოცნების" რუსული გავლენის მიერ, მისი ოჯახის სიაში ყოფნით, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეკონომიკური სექტორი არის ძალიან სერიოზული რისკის ქვეშ",- აცხადებს დეკანოიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი". ამავე განცხადების თანახმად, "ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველო ამ დრომდე არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად".

16 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" და მის ერთ-ერთ მოადგილე მილერი ლაგაზაურს, "ალტ-ინფოს" ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გრეგოროვა - კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ოკუპანტს ჩავუგდოთ ხელში
ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სარჯველაძე - ჩვენ გვაქვს ზუსტი ხედვა, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი სხვადასხვა სამედიცინო სერვისი, თუ - მედიკამენტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად თითქმის 50 მილიონი დოლარი გაყიდა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics