12:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 10:35:37, 356 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს და არავინ სხვა

მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

მილერს პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე"; ამასთან, ჟურნალისტმა პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა".

"ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა",- განაცხადა მეთიუ მილერმა.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" და მის ერთ-ერთ მოადგილე მილერი ლაგაზაურს, "ალტ-ინფოს" ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics