12:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 10:40:37, 358 ნახვა

პოლიტიკა
როთი - საქართველოს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არჩევანი აქვს

საქართველოს დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის არჩევანი აქვს, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
 
როთის თქმით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.

"მომავალი არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. საქართველოს აქვს არჩევანი დემოკრატიას ან ავტორიტარიზმს, ევროკავშირსა და იზოლაციას შორის. საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა უნდა მიეცეთ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მონიტორინგს უწევენ არჩევნებს, უფლება აქვთ, თავიანთი საქმე მთელი საქართველოს მასშტაბით აკეთონ.

მმართველი პარტიას და მისი მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ მათი კრიტიკოსების დისკრედიტაციას ცილისწამების კამპანიებით, არ აქვთ თავდაჯერებულობა. "ქართული ოცნება" იგივე "ქართული კოშმარი" არ ეყრდნობა არგუმენტების ძალას, არამედ სიცრუეს. ვინც ასე იქცევა, წააგებს. ადრე თუ გვიან", - წერს როთი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics