2024-09-14 19:21:33, 319 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე
![]() თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - ასე მიმართა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გორში გამართულ შეხვედრაზე შეკრებულ მოსახლეობას. კალაძის თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. "მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საქართველოს შუა ქართლიდან, ადგილიდან, რომელსაც „საქართველოს გულს" უწოდებენ. მწამს და მჯერა, ოკუპაცია დროებითია, ხოლო ჩვენი ერთობა არის გარდაუვალი და მარადიული. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ვერ დაიცვეს საქართველოს მოსახლეობა, ვერ აარიდეს ქვეყანას ომი და უბედურება, დღესაც ცდილობენ ისევ ომში ჩაგვითრიონ. უცხოური ძალების დაკვეთით, დღეს კიდევ უფრო გაშმაგებით ებრძვიან საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. თუმცა აქ მინდა ვუთხრა ყველას, სრულიად საქართველოს, რაც არ უნდა შემოტევები იყოს და რაც არ უნდა შეურაცხყოფები მოდიოდეს, რაც არ უნდა შანტაჟები და მუქარები იყოს, ქართველ კაცს ვერავინ დააჩოქებს და სანამ „ქართული ოცნება" არის ხელისუფლებაში, ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ინტერესს, ყოველთვის დავიცავთ ქართველი ხალხის ინტერესს. დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს დემოკრატიული თვალსაზრისით ქვეყანა უკან მიდის, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს ითვალისწინებს - გამჭვირვალობას, თითქოს რუსულია. ამ ყველაფერს გვეუბნება ხალხი, ვინც სააკაშვილის ბოროტებას და რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსემიებს. მე აღარ გავაგრძელებ იმაზე საუბარს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, როგორი ძარცვა, გაუბედურება, კვლა ახალგაზრდების, ბიზნესების წართმევა და ეს ყველაფერი ინიღბებოდა დემოკრატიის შუქურით. დღეს ყველაფერი ცხადია და ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად, 2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამართლებრივად შეფასდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა . რადგან ვერასდროს, ვერცერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს, ქვეყნის ინტერესები პირად ინტერესებს შესწიროს. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ომსა და მშვიდობას შორის; ჩვენი ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და უსამშობლო ადამიანების მიერ თავსმოხვეულ პროპაგანდას შორის... სწორედ ამიტომ, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. დიახ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ, რათა დავიცვათ საკუთარი არჩევანი და ამით დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, შვილებისა და შვილიშვილების მომავალი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად თქვენი ხმა არის ამ არჩევნებში გადამწყვეტი! "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა პარლამენტში, საჭიროა არა პარტიის ლიდერებისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის, საქართველოს მშვიდობიანი განვითარებისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის. და ეს ასეც იქნება! ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მოვიგებთ და მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ვართ ღირსეული ერი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, და კეთილდღეობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერი ჩვენი დღეა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო! გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და წინსვლა! გაგიმარჯოთ ჩემო ქართველებო! ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!", - განაცხადა კალაძემ.
ირანის საგარეო მინისტრი - ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ, თქვენი გაბედული გადაწყვეტილება ისტორიას შეცვლის
დონალდ ტრამპი - ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს
ისრაელის პრეზიდენტი აშშ-ის დარტყმებზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე - გადამწყვეტი მომენტი ტერორსა და იმედს შორის
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსეთმა უკრაინას 280 დრონითა და რაკეტით შეუტია
![]() უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|