|
2024-09-05 20:31:33, 465 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ლიეტუვის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ევროსაბჭოს მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს
კონფერენცია ეძღვნება საერთაშორისო დანაშაულებისთვის მართლმსაჯულების აღსრულების მნიშვნელობას; განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს ეთმობა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ყურადღება გაამახვილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მტკიცებულებების შეგროვების სირთულეებზე; ასევე, ინფორმაციისა და მტკიცებულებების დროული შეგროვებისა და საქმეში დამაგრების საჭიროებაზე. მინისტერიალი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ლიეტუვის რესპუბლიკის ორგანიზებით იმართება. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში, აგრეთვე, არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)