22:32 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-29 11:47:14, 319 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და  წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბრიფინგის ძირითადი მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ ხდებოდა საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა.

კერძოდ, მან დაასახელა NDI-ის მიერ ოპოზიციური პარტიების და მათი წევრების რეგინებში შეხვედრების დაფინანსება და ორგანიზება.

“საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების  შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა.

მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“.

13 ივლის, წნორში“ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოს“, “გირჩის“, “გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც  თავად “ლელოს“ ოფიციალური Facebook  გვერდიც იუწყება.

პარტია “ლელო“ მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს“,- განაცხადა მიქანაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics