00:01 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 17:10:30, 333 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ადამიანის უფლებების ინდექსით საქართველოს წარმატებაზე - ეს არის რეალობა, ქვეყანა ვითარდება, განვაგრძობთ წინსვლას

ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესი აღარ რეკეტდება, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა, - ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

კალაძის თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ბევრი მიმართულებით ვითარდება და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

"ეს არის რეალობა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა წინ მიდის, ბიზნესის ტერორი  არ ხდება, როგორც წლების განმავლობაში იყო. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ რეალობაზე, გამოწვევები არსებობს, მაგრამ როცა თეთრზე შავს გეუბნებიან, მიუღებელია. მაგალითად, გამჭვირვალობის კანონი როგორ შეიძლება იყოს ცუდი ან არაევროპული. განვაგრძობთ წინსვლას, ხელს შევუწყობთ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამით. ზოგადად, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ადგილია", - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics