01:28 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-22 12:49:43, 303 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე: თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა, დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში?

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, ყველას ახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, დღეს კი სარჩელი იგივე ინსტიტუციაში შეაქვს, რაც არალოგიკურია. 

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

"ნახეთ, რამდენი არალოგიკური თემაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა, პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს პროცესები მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, არამედ გარედან იმართება. 

"ეს არის სიცრუის კამპანია, ეს არის თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ეს პროცესები გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, გამჭვირვალობა თურმე არაევროპული ყოფილა. ფულებს რომ გადმორიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაგიფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ეგეთ ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics