|
2024-08-22 12:36:17, 444 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ერთ მხარეს დგას ბოროტება, ქვეყნის განადგურება, მეორე მხარესაა სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზეწოლისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, მმართველი გუნდისთვის ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მან პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. "ის, რაზეც ვსაუბრობთ და რასაც მოსახლეობას ვპირდებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, თუ რა ხდება მსოფლიოში, რა ვითარებაა რეგიონში. მშვიდობის დაცვა, შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მეორე მხარეს დგას ბინძური, ყველაფრის მკადრებელი ძალა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით. ქვეყანა ვერ განვითარდება ეკონომიკურად, ვერ წავალთ წინ და ვერ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი, თუ მშვიდობა არ გვექნა. გუშინ კიდევ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ახსნა არ სჭირდება, თუ რა ვითარებაა დღეს, ზოგადად, მსოფლიოში და რეგიონში, რა ძალები ებრძვიან ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, დავიცვათ ქვეყნის მომავალი, მისი ხვალინდელი დღე, კულტურა და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ. დედაქალაქის მერმა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებულ შეკითვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ პასუხს ყველა ის ადამიანი აგებს, რომელთა ქმედებებმა საქართველოს ტერიტორიები დააკარგინა. "სიახლე არის ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ქვეყანას და ეწინააღდეგება მის განვითარებას, მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად, ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაული, რომლის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გვაქვს დაკარგული სოფლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა. ისე უბრალოდ არ ხდება, რომ რაღაცამ ჩაიარა და მორჩა. ამ ყველაფერს სჭირდება პასუხის გაცემა. პასუხისგება კი ყველა იმ ადამიანს და პოლიტიკურ პარტიას მოუწევს, ვინც ამ ქმედებებში და ღალატში იქნება დადანაშაულებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ოქტომბერში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება, რადგან ერთ მხარეს დგას ბოროტება, ხოლო მეორე მხარეს სიმშვიდე და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. "დღეს საუბარი არ არის პარტიებზე. საუბარია ქვეყნის ბედზე, სად და როგორ იქნება საქართველო - ქვეყანაში იქნება ომი, გამოიყენებენ მას ისევე, როგორც სხვა ქვეყნები დიდი ქვეყნების ინტერესებისთვის, თუ შენარჩუნდება მშვიდობა და მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ერთ მხარეს დგას ბოროტება, ომი, ქვეყნის განადგურება, სიცრუე და მეორე მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა კალაძემ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)