02:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-12 15:19:49, 433 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - კასპის ყოფილმა მერმა „ოცნება“ დატოვა და „ნაცმოძრაობას“ შეუერთდა - მიხარია, როდესაც ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ

კასპის ყოფილმა მერმა, მანუჩარ მერაბაშვილმა “ქართული ოცნება“ დატოვა და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ "კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის "ოცნების" მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადავლენ".

“მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ, რომ ყველას გვესმის, 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, რომლებიც არჩევნებამდე სწორ არჩევანს გააკეთებენ და აირჩევენ ქვეყნის ევროპულ, ნათელ მომავალს, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics