02:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-11 15:10:05, 503 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას!

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების,  სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც  "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. 

 როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა დაემალა სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერტებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას.

"ბიძინა დაემალა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, შეერთებული შტატების ორპარტიულ დელეგაციას! მას არაფერი აქვს სათქმელი სახელმწიფოსთვის, რომელიც  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია! ბიძინას და თავისი პარტიის კურსი ნათელია - ეს არის ოკუპანტ რუსეთში ქვეყნის შეთრევა, ევროპასთან კავშირების გაწყვეტა და ქვეყნის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან. 

ეს არ არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! 

ამიტომ, 26 ოქტომბერს სწორედ ხალხი გასცემს მას პასუხს და გაისტუმრებს 12 წლიანი მმართველობიდან!", - წერს ხაზარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics