02:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-10 11:18:54, 413 ნახვა

პოლიტიკა
სენატორი შაჰინი: მადლობელი ვარ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროატლანტიკური მომავლის ურყევი ერთგულებისთვის

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

შაჰინი აღნიშნავს, რომ მოხარულია ვიზიტის დაწყება პრეზიდენტთან შეხვედრით.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ურყევი ერთგულებისთვის ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, ამბიცია, რომელსაც იზიარებს ქართველი ხალხის უმრავლესობა“, - წერს ჟან შაჰინი.

სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. სენატორი და კონგრესმენი ასევე გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებს და სტუდენტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics