11:18 - 14 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 11:57:41, 343 ნახვა

პოლიტიკა
გაგლოევი - 2008 წლის მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის

თექვსმეტი წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამიდან, როდესაც ქართულმა ჯარებმა ოპერაცია “წმინდა ველი“ დაიწყეს - მათ სურდათ, მთელი სამხრეთ ოსეთი “ღია ველად“ გადაექციათ,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ცხინვალში, "სამხრეთ ოსეთის დამცველთა" მემორიალურ კომპლექსში, ომის 16-წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის როლი ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებაში ძალიან დიდია". 

"ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მომავალი რუსეთის დროშიანი ტანკები, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, ომის კოშმარი მათთვის დასრულდა, სამხრეთ ოსეთი იცოცხლებდა! უკვე მეორე დღეს ყველგან გამოჩნდა ნიშნები: "გმადლობთ, რუსეთო!" ხალხს სურდა მადლიერება გამოეხატა რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გადაარჩინა. 2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს გმირობისკენ და მხოლოდ წინ წასვლისკენ უბიძგებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის. სამხრეთ ოსეთი ამაყობს ჩვენი სამშობლოს გმირი დამცველების სიმამაცით! ჩვენ გვჯერა მათი და ველით მათ გამარჯვებას“,- განაცხადა გაგლოევმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაიდენი - რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის საკითხში ვაშინგტონი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას
Reuters - რუსეთი შორ მანძილზე მოიერიშე უპილოტო საფრენ აპარატებს ჩინური ძრავებით ამზადებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 76 „შაჰიდიდან“ 72 ჩამოვაგდეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics