2024-08-07 23:13:43, 308 ნახვა
პოლიტიკა
ანტონი ბლინკენი: მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა. ანტონი ბლინკენი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში ურყევია. „დღეს თექვსმეტი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში შეიჭრა და ჩვენ გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპნენ, დაიჭრნენ ან იძულებით გადაასახლეს რუსული სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების დაკისრებას იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემას და ნაბიჯების გადადგმას ოჩამჩირაში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი დანაპირები და ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას აღიარება ე.წ. საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში ურყევია“, - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო - რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2024 შვიდი ქართული კომპანია მონაწილეობდა
უკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
კარპენტერი - საქართველოს ტრაექტორია გვაწუხებს - ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება შემაშფოთებელია
სვიმონ ჯანგულაშვილი - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მოღალატეები და რუსები არიანო - ეგაა ევროპული, დასავლური, პროგრესული და ლიბერალური აზროვნება?
|
ომი უკრაინაშიუკრაინელებმა შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქ კონოტოპზე - დაშავებულია 13 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 630 200-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა - სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება
მთავარი თემა
|