23:33 - 01 Dec, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 11:21:56, 425 ნახვა

საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.  

„კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.  

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წყლის შავლის და გაზის გამოყენება ისევ გრძელდება, ხალხი არ იშლება
მოქალაქეების პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დასრულდა - პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა
სალომე ზურაბიშვილი ანტონიო კოსტას და კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა
„შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო“ - ნაუსედა ზურაბიშვილს ესაუბრა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics