|
2024-07-31 13:14:48, 298 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს, ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით
საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე გააცილეს. პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო. თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილის წარმატებული ასპარეზობის შედეგი მიულოცა, პარალიმპიელთა ნაკრებს კი გამარჯვება უსურვა. “გუშინ პირველი მედალი მოვიპოვეთ და მინდა ტატო გრიგალაშვილს მივულოცო. ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, სურვილი იყო, ოქროს მედლით დაბრუნებულიყო, მაგრამ არა უშავს, სპორტში ყველაფერი ხდება. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს. აქ უკვე ითქვა, რომ პარალიმპიურ თამაშებზე 6 სახეობაში 14 სპორტსმენი წარდგება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მიმართულებით მივაღწევთ გამარჯვებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მან ასევე ხაზი გაუსვა სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერას. “ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სპორტის მიმართულებით. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მინდა ერთი რამ დაგპირდეთ: ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, სპორტსმენების გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი დარბაზი აშენდეს, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ სპორტი იყოს წარმატებული. შემთხვევითი არ არის ის წარმატებები, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვიპოვეთ სხვადასხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეძლებთ ქართველი ხალხის, ქართველი გულშემატკივრის გახარებას. მინდა, წარმატებები გისურვოთ“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა. აღსანიშნავია, რომ პარალიმპიური ნაკრების 14-წევრიდან ერთ-ერთი, გიორგი ნიკოლაძე თბილისის მერიის თანამშრომელია. ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები, სტარტს პარიზში, 28 აგვისტოს აიღებს და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)