07:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 12:28:57, 559 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ვინც არ დაემორჩილება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება

"გამჭვირვალობის შესახებ" კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი  ჯარიმა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, "სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება".

"არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics