00:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-29 12:29:34, 360 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge-ს კიდევ ერთი ახალი კურსი დაემატა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, “საქართველოს ბანკის“ უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას Businesscourse.ge განვითარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პლატფორმას ახალი კურსი დაემატა. კურსი, “როგორ დავთვალოთ სწორად“ საბუღალტრო-საფინანსო საკითხებს ფარავს და მას  FAS Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე უძღვება.

კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და იგი მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, მენეჯერებს თუ ხელმძვანელებს იმ ბუღალტრული და ფინანსური საკითხების შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ვიდეო ლექციები შემდეგ თემებს მოიცავს:

  • ბიზნესის სამართლებრივი ფორმები;
  • ბუღალტრული აღრიცხვის როლი ორგანიზაციაში;
  • პირველადი დოკუმენტების მნიშვნელობა;
  • ორგანიზაციისა და მეწარმის პირადი ფულის გამიჯვნა;
  • რა სხვაობაა ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ აღრიცხვას შორის;
  • ფინანსური მოგებისა და ნაღდი ფულის სხვაობის მიზეზები
  • არასამთავრობო ორგანიზაციების გამოწვევები ფინანსურ აღრიცხვაში.

“მცირე და საშუალო ბიზნესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინანსური და ბუღალტრული საკითხების მოწესრიგებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვადასხვა გზით მხარს ვუჭერთ მათ ამ პროცესების გამართვაში. ვქმნით საგანმანათლებლო კურსებს, ვატარებთ რეგულარულ შეხვედრებს და ციფრულ არხებში ვთავაზობთ შეღავათებს ტექნოლოგიურ პროგრამებზე. აღნიშნული ბიზნესკურსიც სწორედ ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩვენი ძალისხმევისა, გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნესები და მივცეთ მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის. პლატფორმა მუდმივ რეჟიმში ახლდება და მომავალშიც არაერთ კურსს შევთავაზებთ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს“,- აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, “საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსის პლატფორმაზე უკვე 50-მდე უფასო კურსი და მასტერკლასია ხელმისაწვდომია.

დარეგისტრირდით კურსზე “როგორ დავთვალოთ სწორად“ ამ ბმულის მეშვეობით ან შეარჩიეთ თქვენს ინტერესებზე მორგებული კურსი ვებგვერდზე Businesscourse.ge.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics