|
2016-02-17 17:44:57, 823 ნახვა
სამართალი
შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს
შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. შეწყალების კომისიას ორი ახალი წევრი ჰყავს. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ახალი წევრები ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი და ჭადრაკში ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი იქნებიან. პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2013, 010220020.08.002. 016899) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარ-თველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატო-რიის რექტორი კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი გივი შაჰნაზარი - მწერალი მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი ნონა გაფრინდაშვილი - ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ზაზა ფირალიშვილი - ფილოსოფოსი, პროფესორი.“. მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)