|
2024-07-26 13:11:04, 373 ნახვა
საზოგადოება
ხუციშვილი - საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში
საქმიანობა, რომელსაც საქსტატი ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს განვითარებაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხუციშვილის თქმით, სწორი ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვისათვის, ხარისხიან, სანდო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური სტატისტიკის სამსახური ქვეყნის განვითარებისათვის, ქვეყანაში საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით წარმოებული სტატისტიკური მონაცემების რეგულარული წარმოების გზით ასრულებს. “ამ კუთხით სტატისტიკის სამსახური ნამდვილად გამორჩეული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს საკუთარი საქმიანობის ხარისხს და ამარაგებს პოლიტიკის განმახორციელებლებსა, თუ სხვა დაინტერესებულ პირებს მაღალი ხარისხის ინფორმაციით. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს წარმატებით განხორციელდა SNA 2008 მეთოდოლოგიაზე გადასვლა, ხოლო მიმდინარე წელს მოხდა მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა ინდიკატორების მონაცემთა მწკრივის გადასინჯვა ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებული პოლიტიკის შესაბამისად (Harmonized European Revision Policy). 2020 წელს საქსტატმა ერთ-ერთმა პირველმა დანერგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ILO-ს ახალი მეთოდოლოგია. დასაქმება-უმუშევრობის სტატისტიკაში აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში მე-14 ადგილს იკავებს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან ასევე ისაუბრა თანამშრომლობის იმ პრაქტიკაზე, რომელიც აქვს ფინანსთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. “თანამშრომლობა გულისხმობს სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას, მონაცემთა სწრაფ და უპრობლემო გაცვლას, მითუმეტეს რომ სტატისტიკის საწყისი მონაცემების ერთ-ერთი წყარო, ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო ინსტიტუტები არიან. ჩვენ ერთობლივ მუშაობას წინ კიდევ არაერთი საინტერესო გამოწვევა უდგას, მათ შორის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ სტატისტიკის შემდგომი რეფორმირების მიმართულებით",- აღნიშნა ხუციშვილმა. სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა სტატისტიკის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და წარმატება უსურვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში, რომელსაც წელს სამსახური ახორციელებს- ესაა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)