01:20 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 17:25:59, 376 ნახვა

საზოგადოება
იზაბელ მესტრესი - მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას მიიღებს

დღეს მიღწეული პროგრესი ქმნის მომავალს, სადაც ყველა ონკოლოგიური პაციენტი მიიღებს უმაღლესი სტანდარტის მკურნალობას, გეოგრაფიული ბარიერების მიუხედავად, - ასე გამოეხმაურა City Cancer Challenge-ის (C/Can) აღმასრულებელი დირექტორი იზაბელ მესტრესი, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მარტივდება.

იზაბელ მესტრესი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და City Cancer Challenge-ის პარტნიორობით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ C/Can-ის ძალისხმევით განხორციელებული მთავარი მიღწევის შესახებ საქართველოში.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პარტნიორობის შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ონკოლოგიური მედიკამენტების უსაფრთხო შენახვა, მომზადება და პაციენტამდე მიტანა.

რას ნიშნავს ეს პაციენტებისთვის?

საქართველოში, ონკოლოგიური პაციენტები მიიღებენ თავიანთ მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში და აღარ ექნებათ პრეპარატების შეძენასა და აფთიაქებიდან გადატანის საჭიროება. ეს საშუალებას მისცემს პაციენტებს, მიიღონ გაუმჯობესებული  სერვისები და ფოკუსირდნენ საკუთარ გამოჯანმრთელებაზე“, - წერს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სოციალურ ქსელში.

City Cancer Challenge შვეიცარიაში დაფუძნებული ფონდია, რომელიც მხარს უჭერს ქალაქებს, მთელს მსოფლიოში, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ხარისხიან მკურნალობაზე წვდომის გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics