13:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 15:24:33, 399 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ოსიაურის სამხედრო ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო

ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე წმინდა კეთილმსახურის, მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი გაიხსნა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ეკლესია ყოვლადუსამღვდელოესმა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა, სვიმეონმა თავდაცვის ძალების კაპელანებთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა.

"ტაძრის სამხედრო მოძღვარმა, მამა ალექსანდრე სტეფნაძემ წირვა აღავლინა. ახალი ტაძრის კურთხევას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე თავდაცვის ძალებისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

კურთხევის შემდეგ მეუფე სვიმეონმა თავდაცვის მინისტრს ტაძრის მშენებლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა. 

მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურის ლოჯისტიკის ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ქვედანაყოფის შესაძლებლობებს გაეცნო. 

წმინდა კეთილმსახურის მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული სტილის ნაგებობაა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და შემოწირულობებით აშენდა. ქვედანაყოფში აქამდე ეკლესია არ არსებობდა და სამხედრო მოსამსახურეები ყაზარმაში მოწყობილ სამლოცველო სახლით სარგებლობდნენ. ტაძარი დღეიდან მოქმედია და ადგილობრივი მრევლისთვის წირვა-ლოცვა მუდმივ რეჟიმში აღევლინება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics