|
2024-07-24 17:04:19, 446 ნახვა
საზოგადოება
თელავში „თიბისი ბიზნესის“ პანელური დისკუსია გაიმართება
25 ივლისს, თელავში “თიბისი ბიზნესის“ პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბიზნესისთვის საინტერესო თემაზე დისკუსიას მართავენ. ამჯერად სადისკუსიო თემა იქნება - როგორ გავყიდოთ მეტი? თემა საინტერესოა აგრო მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარება სურთ და გაყიდვების ალტერნატიულ არხებს ეძებენ. ხვალინდელი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: ვანო იოსელიანი, სუპერმარკეტების ქსელ “ნიკორას“ წარმომადგენლი; ალექსანდრე გოგიაშვილი, “სილქ ჰოსფითალითის“ წარმომადგენელი და თამარ ნოზაძე, ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში. შეხვედრის დროს სპიკერები ისაუბრებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც აგრო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მოხვდეს მსხვილ ობიექტებში, რა მნიშვნელობა აქვს აგრო მეწარმეებისთვის მსხვილ ობიექტებთან პარტნიორობას და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი მისი ფართომასშტაბიანი რეალიზაციისთვის. შეხვედრაზე რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ბმულს:
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)