|
2024-07-21 12:04:49, 408 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი და პაპუნა მარგველიძე სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო. სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. „30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა და სწორედ ქართული ოცნების პირობებში ხდება ამ საკითხის მოგვარება. ამჟამად უკვე დაწყებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მშენებლობა. მომავალ წელს კი დაიწყება სარკოფაგის მშენებლობა. ეს ყველაფერი აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს და ასევე ბუნებაზე ზემოქმედებას არასაზიანოს გახდის. აღსანიშნავია, რომ აქ გადის ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა, ეს მარშუტი ტურისტებისთვის ძალზედ მიმზიდველია, პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, საკითხის მოსაგვარებლად პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გარკვეული ღონისძიებები უკვე ჩატარებულია. გასულ წელს განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რითიც შეზღუდული იქნა სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველების დაშვება. ამავდროულად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები გაიწმინდება და აშენდება სპეციალური სამარხი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)