|
2024-07-19 17:33:00, 424 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საფოსტო გზავნილების შესახებ ბოლო 1 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია. სამსახურის ინფორმაციით, ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებითაა ღჭურვილი, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები. “შეგახსენებთ, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის მიმღების და გამგზავნის წარმომადგენელი. ის შემოსავლების სამსახურში საქონლის შესახებ, ინფორმაციის წარდგენისას, ხელმძღვანელობს თავად პირის მიერ მიწოდებული მონაცემებით, შესაბამისად, გზავნილის მიმღები და გამგზავნი ვალდებულია საფოსტო გზავნილის გადამზიდავს მიაწოდოს სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია, რის გამოც დაუდგენელია მისი ღირებულება ან თუ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება დოკუმენტაციაში ასახულ თანხას - საბაჟო ორგანოს მიერ, განხორციელდება საქონლის ექსპერტიზა სწორი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. არასწორი მონაცემების მიწოდების (ღირებულების) გამოვლენის შემთხვევაში დგება საჯარიმო ოქმი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, ყველა საფოსტო გადამზიდავის მიმართ, თანაბრად ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები/საბაჟო კონტროლის პროცედურები. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს მოუწოდებს, საფოსტო გზავნილის გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ამანათის შეყოვნება და სწრაფად განხორციელდეს მის მიმართ საბაჟო ფორმალობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)