|
2024-07-18 12:36:34, 395 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა
"საქართველოს ბანკი" განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა. იდეათეკაში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს. ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად, რიგით 23-ე იდეათეკა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. იდეთეკა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ახალგაზრდებისთვის შექმნის სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას. „წლებია, "საქართველოს ბანკი" იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. ახლა კი იდეათეკა მანგლისში, საჯარო ბილბიოთეკის შენობაში გაიხსნა. გვჯერა, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. "საქართველოს ბანკში" კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საქართველოს მასშტაბით იდეათეკების გახსნას და ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკის" იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა და ქედაში.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)