|
2024-07-18 11:07:37, 417 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის და სოლომისიას მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა წეროვანის დასახლებაში
ბაზისბანკი და საქველმოქმედო ორგანიზაცია, “სოლომისია“ გარემოს დასაცავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაერთიანდნენ. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით და სოლომისიის ორგანიზებით, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა. წეროვანის დევნილთა დასახლებაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ადგილობრივების ჩართულობით, დასუფთავდა ტერიტორია, დაირგო ხეები, განხორციელდა წყალდიდობისგან დარჩენილი ნაგვის გატანა, მოწესრიგდა სკვერები და გზები. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებისგან დარიგდა სამახსოვრო საჩუქრები. “CSR მენეჯმენტში გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და მეგობარი კომპანია ბაზისბანკი, ჩვენი უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია. ბაზისბანკის დახმარებით შევიძინეთ მასალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკომეგობრულ აქციაში მონაწილეობისთვის და სარეაბილიტაციო პროექტი - ეკოაქცია, მომდევნო თვეებშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განაცხადა სოლომისიის კოორდინატორმა, ნათია ნინიძემ. “ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან, სოლომისიასთან თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა. სოლომისია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ახორციელებს CSR პროექტებს, ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)